„საქსტატსა“ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შორის მემორანდუმი გაფორმდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, თანამშრომლობის გაძლიერება კონკურენციის, ანტი-დემპინგური და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის წარმართვის პროცესში და სტატისტიკური მონაცემების ეფექტიანად გამოყენება.

„საქსტატი“ კონკურენციის სააგენტოს უზრუნველყოფს, მისთვის საჭირო სანდო, ობიექტური და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციით. ასევე კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს, სტატისტიკურ მონაცემთა გამოყენების, დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. „საქსტატი“ იღებს ვალდებულებას, განიხილოს კონკურენციის სააგენტოს წინაშე მდგარი გამოწვევები და სააგენტოს მიერ უფლებამოსილებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით მოახდინოს მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

„მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ არაერთ საერთო ღონისძიებას და აქტივობას ვგეგმავთ. ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, კვლევებში აქტიურად ვიყენებთ „საქსტატის“ მიერ მომზადებულ ანგარიშებს და ინფორმაციას. „საქსტატის“ მონაცემთა ბაზები, პორტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების დაგეგმვა განხორციელებაში, საზოგადოების სწორად ინფორმირებაში. მემორანდუმი კიდეც უფრო მეტ შესაძლებლობას გვიჩენს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა“, - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი შეხვედრები და ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება