არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ თავად მოქმედებენ და იმოქმედებენ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "რუსული კანონის" ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის:

- ირაკლი კობახიძე - 9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებში;

- შალვა პაპუაშვილი - 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში;

- გივი მიქანაძე - 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა;

- რატი იონათამიშვილი - 9 წელი ევროკავშირის, USAID და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა;

- ნიკოლოზ სამხარაძე - 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებში;

- არჩილ თალაკვაძე - 3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“;

- მაია ბითაძე - 15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში

მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად”, - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი; მწვანე ალტერნატივა; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია; პლატფორმა სალამ; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საფარი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ევროპული ორბიტა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, Tbilisi Pride.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა
კახა ოქრიაშვილი - დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
დასავლეთ საქართველოს ორი მარგალიტი - ქუთაისი და ბათუმი