ანონსი  9 აპრილი

9 აპრილს, 09:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ წევრები 9 აპრილის გმირთა მემორიალს პატივს მიაგებენ.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96

9 აპრილს, 11:00 საათზე, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ (EECMD) კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციას მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო ჯგუფები, პროდემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები.

თემა: დისკუსია „რუსული კანონის“ მიღებით გამოწვეულ საფრთხეებსა და მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ პროპაგანდაზე, რაც აზიანებს ქართულ დემოკრატიას და გვაკარგვინებს ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობებს“.

მის: „რედისონ ბლუ ივერია თბილისი“

9 აპრილს, 12:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე და გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

9 აპრილს, 13:00 საათზე, რუსთავში, პროფკავშირების გაერთიანების ოფისის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით შეამკობენ და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მის: ცურტაველის ქუჩა 5, რუსთავი, დამოუკიდებლობის სკვერი.

საკონტაქტო: გიორგი ტყემალაძე - 591 01 31 41

9 აპრილს, 18:00 საათზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, თავისუფლების მარში გაიმართება.

თემა: "ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს