არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლების სწორმა ეკონომიკურმა და უსაფრთხოების პოლიტიკამ, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების ისტორიული შესაძლებლობა მისცა - წარმატებები ჩვენს ქვეყანას

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა ბანკმა, ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ დღეს, ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკა, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.

მისივე თქმით, მონეტარული ოქროს რეზერვი ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია ეკონომიკური რყევების და ინფლაციის დასაბალანსებლად, ასევე, ვალუტის სტაბილურობის და ინვესტორთა მეტი ნდობის მოსაპოვებლად.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა ბანკმა, ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა.

ბოლო წლებში, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ დღეს, ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკა, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ხელისუფლების სწორმა ეკონომიკურმა და უსაფრთხოების პოლიტიკამ, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების ისტორიული შესაძლებლობა მისცა.

მონეტარული ოქროს რეზერვი ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია ეკონომიკური რყევების და ინფლაციის დასაბალანსებლად, ასევე ვალუტის სტაბილურობის და ინვესტორთა მეტი ნდობის მოსაპოვებლად.

უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა იზრდება, რადგან ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო აქტივი და დივერსიფიკაციის საუკეთესო საშუალება ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა მსოფლიოს წამყვან ბანკებში 1.3%-ით გაიზარდა. ოქროს საერთაშორისო რეზერვების მეოთხედს ანუ 25.4% აშშ-ი ფლობს; გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს.

წარმატებები ჩვენს ქვეყანას!” , - წერს არჩილ თალაკვაძე.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა
კახა ოქრიაშვილი - დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
დასავლეთ საქართველოს ორი მარგალიტი - ქუთაისი და ბათუმი