ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებაზე - მძიმედ დაუმთავრდებათ, მათ გამოც ვწუხვარ - ისტორია შემოინახავს მათ საუბრებსაც, დამოკიდებულებასაც და ღალატსაც

როგორი შეურაცხყოფაა, როგორ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება, ეს ხომ პირადად გიორგი ქოჩორაშვილის ოჯახის შეურაცხყოფაა, როდესაც მის მშობელზე მამაზე საუბრობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის თქმით, ისტორია აუცილებლად შემოინახავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დამოკიდებულებას და ქვეყნის მიმართ ღალატს.

„ხომ შეიძლება მინიმალური პატივისცემა გამოიჩინოს, ან მინიმალურად ღირსეული ადამიანი იყოს, შეინარჩუნოს სახე და არ გალანძღოს ჩვენი ფეხბურთელები, მათი ოჯახის წევრები, განა ასეთი რთულია?! როდესაც ამბობს, რომ ევროპაში უნდა, შეიძლება, რომ პარტიული კუთვნილება მისცე? ამიტომ ის საქმე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ არის ხალხისთვის საკეთილდღეო და ჩვენი ქვეყნის ინტერესში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მძიმედ დაუმთავრდებათ. მათ გამოც ვწუხვარ, რადგან ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორიც არის „რუსული კანონი“, რომელიც ბუმერანგივით დაუტრიალდებათ. ისტორია აუცილებლად შემოინახავს მათ საუბრებსაც, დამოკიდებულებასაც და სახელმწიფოს მიმართ ღალატსაც“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს