ანონსი  11 აპრილი

11 აპრილს, 09:00 საათზე, ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ მთავრობის ადმინისტრაციასთან ბრიფინგს გამართავს.

11 აპრილს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიისთვის მომზადებული რეკომენდაციების საჯარო განხილვა გაიმართება.

საკონტაქტო: ანა ტრაპაიძე - 595 93 99 35

11 აპრილს, 10:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის/ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გააცნობენ.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

11 აპრილს, 11:00 საათზე, 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციის, პირველი შუალედური ანგარიშის - სტატუსმეტრის პრეზენტაცია გაიმართება.

(მედიისთვის კომენტარები 10:30 საათზე გაკეთდება)

სტატუსმეტრის პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნის.

თემა: რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

მის: პოლიკარპე კაკაბაძის ქ. # 49 (სასტუმრო „GINGER“)

საკონტაქტო: თეა ღვინაძე - 595 566 244

11 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება: რატომ გაძვირდა საწვავი და გაგრძელდება, თუ არა გაძვირების ტენდენცია“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

11 აპრილს, 15:00 საათზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ოფისში გაიმართება ბექა ლილუაშვილის ბრიფინგი.

თემა: “ოცნების” უახლოესი გეგმები და მორიგი გარიგება - რა გარიგებაში არიან “ნაცები” და “ქოცები” და როგორ ყოფენ საზოგადოებას “ნაცებად” და “ქოცებად”.

მის: ბელიაშვილის 68

საკონტაქტო: 593 53 45 24

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს