ანონსი  12 აპრილი

12 აპრილს, 10:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში 2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

12 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის შესასვლელთან (პარლამენტის უკან, საშვთა ბიუროს მხარე), უსინათლო პირები შეიკრიბებიან და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტში უკვე დაინიცირებულია.

შეკრება, უსინათლოთა საზოგადოებრივი მოძრაობა - „მე დავინახე პროგრესი“ ორგანიზებითაა დაგეგმილი.

საკონტაქტო: 595 46 73 76

12 აპრილს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირების დაკავების შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქ.N10

12 აპრილს, 11:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: ქ.მცხეთა, ანტიოქიის ქ.N7, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზი

12 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სემეკი კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599726565

12 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

12 აპრილს, 13:00 საათზე, საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს საპარლამენტო ჯგუფ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი, გუნდის წევრებთან და იურისტებთან ერთად შეხვდება.

შეხვედრის მიზანია იმ პენსიონერების დახმარება, რომლებსაც სესხი პანდემიის დროს, ე.წ. „საშეღავათო პერიოდისას“ ორი-სამი თვით გადაუვადდათ და რეალურად ორი-სამი წლით გაუხანგრძლივდათ.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი #53 (გელოვანის პარკი)

საკონტაქტო: 599 30 36 36

12 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

12 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

12 აპრილს 17:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ოლაფ შოლცის განცხადება რუსულ კანონზე

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს