საქართველო ევროპული ქსელის - Eurydice Network-ის წევრი გახდა

საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network‘‘-ის წევრი გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს Eurydice Network-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის 2023 წელს, ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის დროს, იქნა მიღებული.

„ამჟამად, Eurydice Network-ში 40 ქვეყანაა ჩართული. ქსელის მიზანია, აღწეროს და სისტემატურად განაახლოს მასში ჩართული ქვეყნების განათლების სისტემები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია ერთიან ევროპულ პლატფორმაზე.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ითავსებს Eurydice ეროვნული ოფისის ფუნქციებს. საქართველოს განათლების სისტემის აღწერის მოსამზადებლად, ევროკავშირის მხრიდან ქვეყნისთვის გრანტი გამოიყო.

Eurydice Network ევროპაში განათლების შესახებ საინფორმაციო ქსელი 1980 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ მექანიზმს განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ქსელი სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ ინფორმაციას მათ, ვინც ჩართულია განათლების პოლიტიკის ფორმირებაში, განათლების სერვისების მიწოდებაში და ა.შ.

Eurydice Network-ის ქსელი ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ქვეყნებს შორის განათლების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლის გზით და ამზადებს კვლევებს განათლების საკითხებზე, რომლებიც საერთოა სხვადასხვა განათლების სისტემებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება