მამუკა ხაზარაძე - მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია - რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში  არ იქნება

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია. რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში არ იქნება! ბრძოლა გრძელდება! წინ ევროკავშირია“, - წერს ხაზარაძე.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში თქვა.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება