ელისო ბოლქვაძე ავსტრიის რესპუბლიკაში  შეხვედრებს მართავს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, კრისტოფ თუნ- ჰოჰენშტაინს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო ავსტრიაში მოქმედი კულტურის სტრატეგიის პროგრამა და ინოვაციური ხედვები კულტურის სფეროში. ასევე საუბარი შეეხო კულტურის დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობას სამშვიდობო პროცესებში.

უწყების ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში ციფრული მექანიზმების დანერგვის აუცილებლობა.

შეხვედრას ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს