ანონსი 15 აპრილი

15 აპრილს, 09:00 საათზე, პარლამენტში ოპოზიციის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „რუსული კანონი“.

მის: C კორპუსი V სართული

15 აპრილს, 09:30 საათზე, პარლამენტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ბრიფინგს.

თემა: „ოცნების ტყუილების მხილების კანონპროექტები“ გამართავს.

15 აპრილს, 10:00 საათზე, მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია ტარდება სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში.

მის: „ჰოლიდეი ინნ თბილისი“.

15 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 აპრილს, 11:00 საათზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავენ, სადაც წარადგენენ mona.ge-ს ახალ სიას.

მის: საქართველოს პარლამენტის წინ

15 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაბრუნების გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, საჯარო დისკუსიაზე შეკრებილი მედია ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმსჯელებენ.

15 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

15 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს