მაკა ბოჭორიშვილი - სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას - საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის!

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტი სოციალურ ქსელში შეაფასა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, „გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობა მოიწონოს“.

„ევროპული ფასეულობა ქართული ოპოზიციის გაგებით ყოფილა:

ძალადობა!

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა!

ადამიანების სტიგმატიზება ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით!

სამშობლოს გაუქმება და ყველაფრის გადახაზვა, რისთვისაც იბრძოლა ქართველმა ხალხმა!

რომელ ევროპაზე საუბრობთ?

სად მიდიხართ?

ვინ შეგიშვებთ ოჯახში?

საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის!

რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს თქვენი რეიტინგები, რომ მიხვდეთ მარტივ ჭეშმარიტებას: თქვენ რასაც წარმოადგენთ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის!

მეტი ლუსტრაცია რაღა უნდა იყოს?!

სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება