დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ - სწორედ თქვენი პოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ კანონის მიზანს ყველა ცალსახად ხედავს -  ნუ გიკვირთ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, რა გზას ადგახართ

იმ ჩვენი კოლეგის უმსგავსო და გაუმართლებელი საქციელი არა მგონია ორ აზრს იწვევდეს ამ ოთახში, მაგრამ მისი არასწორი საქციელი ამ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტთან შედარებით არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სხდომაზე განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა დღეს პარლამენტში მომხდარ ფაქტს, როდესაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

გარდა ამისა, დავით უსუფაშვილის თქმით, მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, თუ „რა გზას ადგას“ საქართველოს მთავრობა.

„იმ ჩვენი კოლეგის უმსგავსო და გაუმართლებელი საქციელი არა მგონია ორ აზრს იწვევდეს ამ ოთახში, მაგრამ მისი არასწორი საქციელი ამ კანონპროექტთან შედარებით არაფერს ნიშნავს.

ეს კანონპროექტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი სხდომაც ნიშნავს, რომ რაღაცაშია საქმე. ხომ არ თვლით, რომ თქვენი მცდელობა, თავისუფალი სამყაროსთვის ფუჭი მცდელობაა? ხომ არ თვლით, რომ სწორედ თქვენი პოლიტიკაა მიზეზი იმისა, რომ კანონის მიზეზსა და მიზანს ყველა ცალსახად ხედავს? მიზეზი ის არის, რომ გარედან ნერვებს გიშლიან - ხან რაზე მიგითითებენ და ხან რაზე, რეკომენდაციებს გაძლევენ, ნაბიჯების გადადგმას გთხოვენ. მიზანი ამ კანონის და ამოცანა არის ის, რომ გაწყვიტოთ ყველა შესაძლო ხაზი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები არსებობდნენ. ნუ გიკვირთ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, თუ რა გზას ადგახართ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს