ნიკა მელია - "რუსული კანონი" არის წყალგამყოფი, სასწორზე დევს რუსული პერსპექტივა თუ დასავლური

"რუსული კანონი" არის წყალგამყოფი, სასწორზე დევს რუსული პერსპექტივა თუ დასავლური ეროვნული პერსპექტივა,- ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" "ამაოდ ურტყამს" საქართველოს მყარ კავშირს დასავლურ ცივილიზაციასთან.

"საქართველოს სახელმწიფოს მყარი კავშირი დასავლურ ცივილიზაციასთან არის ქართული სახელმწიფოს სიძლიერის საწინდარი. სწორედ ამ საწინდარს, აი ამ ფუნდამენტს და ამ საძირკველს ურტყამს "ქართული ოცნება", მაგრამ ამაოდ. "რუსული კანონი" არის წყალგამყოფი. სასწორზე დევს რუსული პერსპექტივა თუ დასავლური ეროვნული პერსპექტივა. როდესაც ამ საფრთხეს გრძნობს და ხედავს ქართული საზოგადოება, მისი წარმომადგენლობა პასიური და აქტიური, ერთმანეთისგან შეუთანხმებლად დგება პროცესის, ანუ ბრძოლის ავანგარდში. აი, ამ მოვლენებს ვაკვირდებით, თვალყურს ვადევნებთ და იმდენჯერ შეიკრიბება აქ ქართველი ხალხი, რამდენჯერაც საჭირო გახდება, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი და შემდგომ განხორციელებული, ეროვნული და ევროპული იდეა. ჩვენი ამოცანა ამ იდეის განხორციელებაა",- განაცხადა ნიკა მელიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება