შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ კავშირებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თურქეთი ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, ნაყოფიერად თანამშრომლობენ საპარლამენტო დონეზე, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე, „შუა დერეფნის“ განვითარებაში ორი ქვეყნის როლზე ისაუბრეს.

ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა ორივე ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას და, ასევე, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარებას. აგრეთვე, აღინიშნა სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ და თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს