ნიკა მელია - ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს - ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში

ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს - ამისათვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს, რათა "რუსებმაც და ბიძინა ივანიშვილმაც დაინახონ, რომ ქართველ ხალხს ვერ დაჩაგრავენ".

"ამ ადამიანებს არანაირი სინდისი, მორალი, ადამიანობა არ აქვს და არაადამიანობით, ამორალურობით უნდა რუსეთს მიჰყიდოს ჩვენი სახელმწიფო. ამაზე არავინ ხელს არ მოაწერს. ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს. ამისათვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში. ძალიან ბევრი ადამიანი, რომ რუსმაც, ივანიშვილმაც დაინახოს, რომ ამ ხალხს ვერ დაჩაგრავს", - განაცხადა მელიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება