კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე - რადიკალურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გამწვავდეს არსებული მშვიდი მდგომარეობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებული არიან და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული შესაბამისი განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყანაში „ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს“.

„ძალიან სახიფათო განცხადება იყო. ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით იყო აქცენტი გაკეთებული. ასეთი განცხადებების მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, მშვიდობა. ცხადია, რადიკალურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გამწვავდეს არსებული მშვიდი მდგომარეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„იცით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში, თუნდაც გამოსვლით, მიტინგით. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ისეთი ფაქტები, როდესაც შენ პოლიციელს აგინებ, აფურთხებ, ქვებს ესვრი, კატეგორიულად მიუღებელია და ამას ყოველთვის მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია