თინა ბოკუჩავა - დღეს არის ერთიანობის დრო! შარშან საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ახალგაზრდამ არ დათმო ევროპული მომავალი და ევროპულ მომავალს არ დავთმობთ არც ახლა, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებისთვის!

დღეს არის ერთიანობის დრო! შარშან საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ახალგაზრდამ არ დათმო ევროპული მომავალი და ევროპულ მომავალს არ დავთმობთ არც ახლა, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებისთვის!- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მაინც მიიღო.

„დღეს არის ერთიანობის დრო! ყველა თაობის წარმომადგენელო, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ჩვენი შვილები იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს ევროპული მომავალი ჩვენ უნდა დავიცვათ ერთად. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულმა, პროდასავლურმა, პროევროპულმა ოპოზიციამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიას რუსული კანონი პარლამენტში არ მიეღო. ვიბრძოლეთ სიტყვით, გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ მათ ძალადობრივად, მალულად, მაინც მიიღეს რუსული კანონი, მაგრამ მხოლოდ პირველი მოსმენით. ეს არის მხოლოდ პირველი მოსმენა. ჩვენ გვახსოვს ასე მოხდა შარშანაც, შემდეგ ივანიშვილის პარტიას რუსული კანონის გაწვევა მოუწია და მოუწია იმის გამო, რომ ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ, ახალგაზრდამ არ დათმო ევროპული მომავალი და ევროპულ მომავალს არ დავთმობთ არც ახლა, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებისთვის. გთხოვთ, ყველას გავერთიანდეთ დღეს, ერთად დავდგეთ რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილს, „არა, რუსულ კანონს, კი ევროპას!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს