სუს-ი - ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს

ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთი სამხედრო პორტს შავ ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.

„აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს. გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ რუსეთის სამხედრო ფლოტის მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება/მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, საანგარიშო წელს ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ დაფიქსირებულა“, - წერია სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სოხუმის აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით, ანგარიშში წერია, რომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობის საკითხი ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნას განხილული, ვინაიდან, უწყების ვარაუდით, აეროპორტი რუსეთის მართვაში იქნება, რომელიც დამატებითი ბერკეტი იქნება რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებისთვის.

„სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი საოკუპაციო ძალის ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან, მაღალი ალბათობით, აეროპორტის მართვის უფლება დიდწილად რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება. აღნიშნული კი რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს