სუს-ის ანგარიში - 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტმა 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 41% რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი.

„ანექსიის ჭრილშია განსახილველი ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. გავრცელებული მონაცემებით, 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი. ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 159 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის დაახლოებით, 41% (დაახლ. 65 მილიონი აშშ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 78% (დაახლ. 83,2 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა", - ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია