საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია