არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ჩამოვშორდით ევროპულ ორბიტას?! - წინა ხელისუფლების ტრავმაში ხართ, რა პოლიტიკურ ავარიაშიც 2012 წელს მოხვდით

ჯერ კიდევ ვერ შეძელით, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები და გაარკვიოთ სად ხართ. წარსულში ხართ ისევ, თუ აწმყოში ხართ და მართლა გინდათ პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე მუშაობს, - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ -„საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი მედია ამ ქვეყანაში“.

„მინდა გამოვეხმაურო სიმბოლურ წამოცდენას, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქალბატონმა თქვა: მე ამ ტრიბუნასთან ვდგავარო, მადლობა ღმერთს რომ ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიაო. მე მინდა მას კითხვა დავუსვა. ჯერ კიდევ- თქვენს განმარტებით ლექსიკონში რა პერიოდს მოიცავს- 10-15 წუთი, ერთი საათი, ერთი დღე თუ ერთი კვირა? იმედია თქვენს ლექსიკონში 11 წელი არ არის ჯერ კიდევ, ხომ? ანუ, 11 წელი თუ მედია თავისუფალია, ბიზნესი თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობა არის დაცული, თუ პარლამენტში მეტი პარტიები ხართ წარმოდგენილი, თუ არჩევნებზე 11 წელია დამკვირვებლები ამბობენ, რომ ძირითადი წესების დაცვით ტარდება. თუ 11 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი, ევროპოლი -ბატონი გომელაური რომ ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენი პოლიცია გახდა ევროპოლის თანასწორი პარტნიორი, ანუ, შევიდა ევროპასთან თანასწორ თანამშრომლობაში, თუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, 11 წელი ასე მიდის, მაშინ როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, რომ ქვეყანა ჩამოშორდა თითქოს ევროპულ ორბიტას და თითქოს ამ ქვეყანაში აღარ არის არანაირი ღირებულება და დასავლეთს დავშორდით. ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ატყუებთ ხალხს და ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია