ანონსი  20 აპრილი

20 აპრილს, 13.00 საათზე, გორში, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

მის: ილია ჭავჭავაძის, 24; გორის დრამატული თეატრი

20 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, „ევროპული პარადიგმის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

თემა: „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“.

მის: რუსთაველის 13

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555602634

20 აპრილს, 17:00 საათზე, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში: "ქალები ვირჩევთ ევროპას" გაიმართება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს