ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების კალსოს სამხედრო ბაზაზე მდებარე სამეთაურო პუნქტში აფეთქების მიზეზი საჰაერო დარტყმა იყო.

აფეთქების შედეგად, ერთი მებრძოლი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის უკან.

კალსოს სამხედრო ბაზა ბაღდადიდან, დაახლოებით, 50 კილომეტრში მდებარეობს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს