აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებდნენ მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.

თუ სად წავლენ აღნიშნული ლოკაციის შემდეგ, ჯერ უცნობია. ისინი გეგმას აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ.

ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ და შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი მათთან შესახვედრად გამოვიდეს.

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს