ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გამორიცხული არაა, მათთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს.

ადმინისტრაციასთან შეკრებილები სკანდირებენ "წინ ევროპისკენ", "არა რუსულ კანონს", "საქართველო".

"ერთად გავაგონოთ ხმა, ვისია საქართველო? - ჩვენია! პრეზიდენტმა მორალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა, თხოვნაა გავამხნეოთ",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

ამ წუთისთვის ათონელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს