ანონსი 22 აპრილი

22 აპრილს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის, მათე ტაკიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება - პროგრამებზე მიღების ვადები და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 აპრილს, 11:00 საათზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი (აღმაშენებლის მოედანი N1)

22 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაგაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

22 აპრილს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: პავლე ინგოროყვას 7

22 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

22 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაციას გაიმართება. ღონისძიებაზე საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებს, მონაწილეობის პირობებსა და გასული წლების შედეგებს გააცნობს.

მის: „ჰოლიდეი ინნ“

საკონტაქტო: 593 616 670

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს