სოზარ სუბარი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე - 20-30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ამგვარი კანონის საჭიროება არსებობს, გამეცინებოდა, დღეს რეალურად გახდა ეს საჭირო

20-30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ამგვარი კანონის საჭიროება არსებობს, გამეცინებოდა და ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი სხვაგანაა, სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. დღეს რეალურად გახდა ეს საჭირო, ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და საქართველო არ არის გამონაკლისი, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოში ამ კანონის მიღების აუცილებლობა გახდა, რომელიც მისივე შეფასებით, ოჯახებსა და არასრულწლოვანთა უფლებებს დაიცავს.

„ქუთაისი არის ქალაქი, საიდანაც იწყებოდა პროცესები, რომელიც საქართველოს გამთლიანებას ან გადარჩენას ემსახურებოდა, ასე იყო მე-12 საუკუნეში, როდესაც ხმლით გახდა საქართველოს გაერთიანება საჭირო. ასე იყო მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქუთაისმა მისცა ის ინტელექტუალური და ის ინტელიგენცია თბილისს, რომელმაც საქართველო გახადა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ ვართ. ამ საქართველოს შენარჩუნებისთვის ვართ შეკრებილები და სიმბოლურია როდესაც ქუთაისიდან ვიწყებთ. რა ჰქვია კანონს რომლის მიღებაზეც ვლაპარაკობთ? სულ 1 მუხლია და 8 პუნქტისგან შედგება, ეს არის - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ . ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ვიცავთ და რომელიც უნდა დავიცვათ. კითხვა ისმის - თუ რატომ გახდა დღეს ამის მიღება საჭირო? რამ განაპირობა და რატომ არ გვქონდა აქამდე ეს კანონი, თუ ამის საჭიროება იყო?

20-30 წლის წინ ვინმეს, რომ ეთქვა ამგვარი კანონის საჭიროება არსებობს - გამეცინებოდა და ვიტყოდი რომ ეს ადამიანი სხვაგანაა, სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. დღეს რეალურად გახდა ეს საჭირო, ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და საქართველო არ არის გამონაკლისი.

პოლონეთში, უნგრეთსა და კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებების დონეზე, გაცილებით მკაცრი კანონები აქვთ მიღებული, რომ ეს ღირებულებები დაიცვან - სწორედ ეს არის ოჯახისა და ბავშვის უფლებების დაცვა.

არსებობს სამეცნიეროო კვლევები, რომ ფსიქიკური, ემოციური პრობლემები 2-ჯერ, 3-ჯერ მეტია ასეთ ბავშვებში, მაგრამ ისეთი ძლიერია „ლობი“, რომელიც არატრადიციულ ოჯახებს იცავს, რომ ამ ბავშვებს, როდესაც იზრდებიან არ აქვთ უფლება და ვერ ბედავენ რომ ამაზე ისაუბრონ, რადგან როგორც კი ამაზე დაიწყებენ საუბარს მათი გაკიცხვა, საზოგადოებიდან მოკვეთა, მათი აზრის გაქრობა ხდება, ყველანაირი საინფორმაციო საშუალებიდან, იწყება ზეწოლა.

ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ, ის რომლითაც მოვსულვართ დღემდე, და რომელსაც თუ არ დავიცავთ, არ ვიცით ვინ ვიქნებით, არ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო. ვიქნებით უფორმო ბიოლოგიური მასა და ამას უნდა აღვუდგეთ წინ. არავის წინააღმდეგ არ ვართ, არავის უფლებას არ ვარღვევთ, ვიცავთ, ჩვენს უფლებას ვიყოთ ისეთები, როგორიც საუკუნეების წინ ვიყავით. არიან ძალები, რომლებსაც ესმით რა საშიშობების წინაშე დგას კაცობრიობა და ამისთვის ჩვენც 1 აგური უნდა დავდოთ, ჩვენი ქვეყნის, მომავლისა და კაცობრიობის დაცვაში.“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს