პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად სტუდენტები შეიკრიბნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან დღევანდელი აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიწყო, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა შეკრებილებს დღევანდელი დღის გეგმა გააცნეს.
როგორც ორგანიზატორებმა აქციაზე განაცხადეს, მთავრობის "არაევროპული განცხადებების" გამო, ისინი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმართულებით მსვლელობას აპირებენ.
სტუდენტები პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლასაც გეგმავენ.