„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში ჩვენი პარტია არ იღებს მონაწილეობას, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა. რუსული კანონის პარალელურად კი, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდებოდა, არის სრულიად ამაზრზენი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი, - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯუბა მგელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობის პარალელურად, ამ თემაზე საუბარი უმნიშვნელოა, რადგან დღეს ქვეყნის ბედი წყდება.

„რუსული კანონის“ პარალელურად, ამ თემებზე საუბარი არის უმნიშვნელო. დღეს ქვეყანაში წყდება ქვეყნის ბედი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენთვის ამ დროს არ არის პრიორიტეტი თანამდებობების გადანაწილება. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ თუ ვის აინტერესებს თანამდებობები და ვინ ძიძგნის ერთმანეთს ამ თანამდებობების გადანაწილებაში. ეს არის ივანიშვილის პარტია და გახარიას პარტია, რომლებსაც ვერ გაუყვიათ თანამდებობები და დღეს რაც ხდებოდა, იყო სრულიად ამაზრზენი ჩვენთვის, რადგან დღე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ქვეყანაში, რომ ქვეყნის ბედი წყდება. ჩვენთვის მთავარია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი. ეს ის მნიშვნელოვანი პროცესები, რაც ჩვენ გვანაღვლებს.“ - განაცხადა ჯუბა მგელაძემ.

ჯუბა მგელაძის განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს