ოჯახის წევრები ლაზარე გრიგორიადისის მიერ საპატიმროს დატოვებას გლდანის მე-8 დაწესებულებასთან ელოდებიან

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისთვის მადლობას უხდის.

გრიგორიადისის ოჯახის წევრები ახლა გლდანის ციხესთან მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებას ელოდებიან, რაც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება.

"ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა, ლაზარეს ემოციებიც არ ვიცი როგორია. ძალიან მძიმე იყო, ეს 14 დღეც და ეს ერთი წელი და ერთი თვეც. ვფიქრობ, ყველანაირ ზღვარს გადააბიჯეს და ეცადნენ, ლაზარე სამაგალითოდ დაესაჯათ. ვფიქრობ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ლაზარე უკანონო პატიმარია და [მოსამართლემ] ბოლომდე გამოიყენა 14 დღე.

პრეზიდენტს მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. მჯეროდა, ის ადამიანურად გაიგებდა იმ ამბავს, რაც ჩვენ თავს დაგვატყდა", - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს