მედია - აშშ-მა კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ფარულად გაუგზავნა

უკრაინამ აშშ-ის მიერ ფარულად მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების რუსული ძალების შეჭრის წინააღმდეგ გამოყენება დაიწყო, - ინფორმაციას მედია საშუალებები ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, იარაღი 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა და ის ქვეყანაში აპრილში ჩავიდა.

ამერიკული მედია იუწყება, რომ ეს იარაღი სულ მცირე ერთხელ გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად.

ადრე აშშ-მა უკრაინას საშუალო მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები მიაწოდა, მაგრამ რაიმე უფრო ძლიერის გაგზავნისგან თავს იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, თებერვალში ბაიდენმა ფარულად აუნთო მწვანე შუქი უკრაინაში ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი სისტემის გაგზავნას - რომელსაც რაკეტების 300 კმ-მდე მანძილზე სროლა შეუძლია.

„შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ი მიაწოდა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა. მისი განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა ეს დასაწყისშივე არ გამოაცხადა, რათა უკრაინის ოპერატიული უსაფრთხოება შენარჩუნებულიყო.

სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები პირველად გასულ კვირას, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის აეროდრომზე დასარტყმელად გამოიყენეს. New York Times-ის ცნობით კი ახალი რაკეტები ასევე გამოიყენეს სამშაბათს ღამით, ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ბერდიანსკში რუსეთის ჯარებზე თავდასხმისთვის.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს