ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კიდევ ერთხელ იმიტომ წარადგინა, რომ 2024 წლის არჩევნებში წაგების ეშინიათ

პარტია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კიდევ ერთხელ იმიტომ წარადგინა, რადგან 2024 წლის არჩევნებში წაგების ეშინიათ. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როცა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, მეგონა, რომ მართლა არ გვექნებოდა ასეთი სხდომები. { თქვენგან განსხვავებით} ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული ღირებულებები, ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვანაირად გვესმის რა არის ევროპა, რა არის ევროპული ღირებულება.

შევარდნაძემ ჩამოაყვანინა ნახევარი აჭარა, მიხეილ სააკაშვილმა „დინამოს“ სტადიონი გაავსო, იგივეს აკეთებთ თქვენც. დაშინებით მოგყავთ ბაღის პედაგოგები, სკოლის პედაგოგები.

მეგობრებო, ამ ევროპის ირგვლივ მაინც გავერთიანდეთ, რა საჭირო იყო საერთოდ ამ კანონის ახლა წამოწევა? - საჭიროება ის იყო, რომ ალბათ, ზუსტად რომ გეშინიათ, რომ წააგებთ შემდეგ არჩევნებს. არ არის პრობლემა არჩევნების წაგება. მთავრობები მოდიან და მიდიან“, - განაცხადა სურგულაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი