ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა

ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა. საპროტესტო აქციის მთავარი ლოზუნგი იყო "არა რუსულ კანონს". მსვლელობის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე სიმბოლურად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.

მსვლელობამდე ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა საერთო საზოგადოებრივი განხილვა - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.

განხილვას დაესწრნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს