„ქართული ოცნების“ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე მათ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს.

დღევანდელ შეკრებას უერთდებიან “ქარათული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონანმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობაში მონაწილეობს ცოტნე ივანიშვილი. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "ღირსებით ევროპისკენ".

საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. ამასთან, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება