ილია დარჩიაშვილი - დღეს აქ არავინ საუბრობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე და მოვუწოდებ ყველას, დაანებონ პოლიტიკურ მანიპულაციას თავი - ეს არის მავნებლური ქმედება

დღეს აქ არავინ არ საუბრობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე და მოვუწოდებ ყველას, რომ დაანებონ პოლიტიკურ მანიპულაციას თავი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ვერა იუროვასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, პოლიტიკოსები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობენ ქვეყანას აზიანებენ.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ამაზე დღეს არავინ არ საუბრობს, გარდა ევროპარლამენტის კონკრეტული რეზოლუციისა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებენ, აზიანებენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის მავნებლური ქმედება.

დღეს აქ არავინ არ საუბრობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე და მოვუწოდებ ყველას, რომ დაანებონ პოლიტიკურ მანიპულაციას თავი და ნუ აზიანებენ ქვეყანას, რომელმაც ძალიან დიდი შრომით, ძალისხმევით, რეფორმებით მიაღწია ამ დიდ მონაპოვარს და მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი მავნებლური პოლიტიკური მანიპულაციებისგან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება