„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე "საყოველთაო სახალხო ზეიმი" მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრებასთან“ დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს.

დღევანდელ შეკრებას უერთდებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "ღირსებით ევროპისკენ".

საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც ამ მომენტში სიტყვით უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოდის.

"ჩვენი მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ილიას სიტყვებს მივყვებით: - მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენი ადგილი არის ევროპაში. აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები. ჩვენი კულტურით, იდენტობით შევავსებთ და უფრო გავამდიდრებთ ევროპას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც სახალხო შეკრება გახსნა.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. ამასთან, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს