მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია“

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „პუტინის "რაშისტული" ნარატივი“ გაიმეორა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის "რაშისტული" ნარატივი. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო - არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას - კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას. ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება.

არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება