პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გუშინდელი საკომიტეტო განხილვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „კანონპროექტი არსით, ხორცით, სულით რუსულია და ქმედებებიც არის შესაბამისი“

ხელისუფლებაში ნეობოშევიკებიც არ არიან - ბოლშევიკების პირდაპირი, სულიერი მემკვიდრეები არიან, რაც „რუსული კანონის“ მიღებამ კარგად გამოაჩინა, - აღნიშნული შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, გუშინდელი საკომიტეტო განხილვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „კანონპროექტი არსით, ხორცით, სულით რუსულია და ქმედებებიც არის შესაბამისი“. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება, რადგან სააქართველოს ჩაბარებას არავინ აპირებს.

„ამ კანონს მოაქვს დაპირისპირება და არა სამოქალაქო მშვიდობა, ხოლო საქართველოს ყველა პატნიორისა და მეგობრის გარეშე ტოვებს. ამ კანონით კმაყოფილი პუტინი და პუტინის რუსეთის წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, კანონი, რომელიც თავისი შინაარსით და მოცემულობით საქართველო აკარგვინებს მეგობრებს და უხურავს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, არის რუსული“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

თითქმის 10-საათიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება