ნიკა მელია - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იქნება შედეგზე ორიენტირებული, უწყვეტი პროტესტი - არავინ აპირებს დაღლას, რისი იმედიც ბიძინა ივანიშვილს აქვს

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იქნება შედეგზე ორიენტირებული, უწყვეტი პროტესტი, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა, ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა.

ნიკა მელიას თქმით, „არავინ აპირებს დაღლას, რისი იმედიც ბიძინა ივანიშვილს აქვს“.

„თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გაგრძელდება. ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იქნება შედეგზე ორიენტირებული უწყვეტი პროტესტი. იქნება ყოველდღიური პროტესტი, რომელიც გამარჯვებით დასრულდება. ამ ადამიანმა გუშინ ჩვენ გვითხრა, რომ გაუმარჯოს მურუსიძის სასამართლოს. ამ ადამიანმა ჩვენ გვითხრა, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება მისი კორუფციული სქემების გამოაშკარავებას, არის მისთვის მიუღებელი და ეცდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდეს“,-განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, საბოლოოდ, იმარჯვებს ის, ვისაც თავისუფლების სჯერა და ეს ქართველი ხალხია.

„ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აღარასდროს აირევა ბიძინა ივანიშვილო-ამ ქვეყანაში ღირსება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა არ დაიცლება შინაარსისგან და ცარიელ სიტყვებად არ იქცევა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მუდმივი ქართული ენერგია. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ენერგია არის მუდმივი ქართული ენერგია, რამაც ქვეყანა დღემდე მოიყვანა, უამრავი ქარტეხილი გამოატარა, მაგრამ არსად არასდროს დაკარგულა და არსად არასდროს დაიკარგება. ივანიშვილმა ქვეყნის მთავარ რუსთაველის გამზირზე, რომელიც თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა თანამედროვე ქართულ ისტორიაში, გაბედა და თქვა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე უქმნის ევროპა. მაშასადამე, მის ინტერესებში არ შედის ევროპული მომავალი. ეს თქვა მან უკვე მერამდენედ. დიახ, იყო ხალხი, ვინც პირველად, შოკირებულმა მოისმინა და დაიჯერა, რომ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა აღარ იყოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგომი“,-განაცხადა მელიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება