ვახტანგ მეგრელიშვილი - ვინ არის მტერი, რომელიც თურმე 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს?! - ივანიშვილის ნაბიჯი ზუსტად იგივეა, რაც  სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გააკეთა, როცა ქვეყნის სათავეში მუდმივად დარჩენა გადაწყვიტა

გვითხარით, ვინ არიან “გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები! - რაღაც ეფემერული არსებები არიან, დამალულები არიან და ეზოთერული ცოდნაა საჭირო, რომ მათ შესახებ ვიცოდეთ თუ თქვენც იცით, ვინ არის მტერი, რომელიც თურმე 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს?! - ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი ზუსტად იგივე ნაბიჯია, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გააკეთა, როცა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის სათავეში მუდმივად დარჩენილიყო! - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ მისამართით “გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

როგორც მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, გუშინდელი დღის შემდეგ საქართველო პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდა, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების ფონზე ხდება.

მისი თქმით, გუშინდელი აქციის ორგანიზებისთვის, რაც თავის მხრივ, პარტიული ღონისძიება იყო, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარია დახარჯული, რასთან დაკავშირებითაც ჩნდება კითხვა, თუ სად არის ამ თანხების გამჭვირვალობა.

„გუშინ მთავარი ამბავი მოხდა - მგონი, სამყაროში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც შეთქმულების თეორიით იმართება. დაახლოებით, ასეთი რამ მოვისმინეთ, რომ თურმე 2004 წლიდან „მასონები“ გვართავენ. თქვენმა ლიდერმა დააფიქსირა მტრები, ოღონდ არც ერთის სახელი არ უთქვამს - სახელებად რა ჰქვიათ “გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებს“? რა აქვთ სახელი? ადამიანები ხომ არიან? თუკი აგენტები გვმართავდნენ, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან გუშინდელ დღემდე თურმე სიმართლეს ბოლომდე ვერ ამბობდით და პირადად ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა გამოსვლა, რომ ხალხისთვის ბოლომდე სიმართლე ეთქვა. მაინტერესებს სახელები, ვინ არის “გლობალური ომის პარტიის“ „ლიდერშიფი“. როცა კანონებს იღებდით, რაზეც ჩვენ სულ გაკრიტიკებდით, სულ იმას ამბობდით, რომ ევროკავშირი გვთხოვს, ეს გვთხოვს, ის გვთხოვს - ეს რა იყო, თქვენც მონურად თქვენს დასავლელ მბრძანებლებს ემორჩილებოდით?! დასავლეთის ხარჯზე ოზონის ხვრელს ვებრძვით და ათას სისულელეს ვაკეთებთ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ მორჩილ მდგომარეობაში იყავით და ახლა გათავისუფლდით?! თვენი წარმოდგენით “გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლის გაგრძელდება არ უნდა იყოს? - უნდა იყოს სიტყვის თავისუფლების ბოლომდე აღმოფხვრა?! წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ გჯერათ, რომ ამ გიჟურ, შეთქმულების თეორიებზე აგებულ პოლიტიკას ისე აწარმოებს, რომ ამ ხალხის დასახელება არ მოგიწევთ?!“- მიმართა მეგრელიშვილმა “ქართული ოცნების“ წევრებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება