ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას - გუშინ თქვენ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ - არ მესმის, რა საერთო და რა სულიერი ნათესაობა გაქვთ მერაბ კოსტავასა და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ?!

გუშინ, თქვენ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ. ადამიანები, რომლებიც ღირსებით არიან საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებულები, მათი სახელები სპეკულაციის სახით სრულიად სხვა გაგებით გამოიყენეთ - არ მესმის, რა საერთო გაქვთ და რა სულიერი ნათესაობა მერაბ კოსტავასა და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ?! - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის დეპუტატებს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილი ხალხი „აბუჩად აიგდო“.

„აუცილებლად უნდა ვუთხრა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლისთვისაც უქადაგია ბიძინა ივანიშვილს. მიხეილ სააკაშვილი სწორედ მათთვის უხსენებია, რომ მათთვის გახდეს ეს საკითხი კიდევ სავაჭრო. ბატონებო, დღეს რომ მიფიცხებულხართ ევროკავშირის დროშას, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა პირველმა აწია, აღმართა საქართველოში 2005 წელს. ვიზალიბერალიზაცია დაიწყო 2010 წელს, 2012 წელს კოპიტნარის აეროპორტი გაიხსნა, რითაც დღეს კალაძე თავს იწონებს, რომ თურმე 100 ევროდ დაფრინავენ ჩვენი მოქალაქეები.

თუ ვინმეა გამოსაფხიზლებელი, ოპოზიციაში უნდა გამოფხიზლდეთ ის ადამიანები, რომლებიც დაკომპლექსებული ბრძანდებით ამ სახელთან [მიხეილ სააკაშვილი] მიმართებაში.

ნუ სპეკულირებთ: მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ილია ჭავჭავაძის სახელით! ხალხნო, გუშინ თქვენ ისეთი დახვეწილი კონტრასტი აჩვენეთ, რომ სულ არაფერი ხალხზე, რომ არ ვთქვათ, რომლებიც იქ იდგენენ და ისინი ჩვენი ორგანული ნაწილია ისეთივე, როდესაც ყოველ დღე ქუჩაში ბრჭყვიალა ბავშვები გამოდიან და რომელთაც ათას საძაგლობას აბრალებთ და ამბობთ, რომ სარწმუნოებას ებრძვიან. ადამიანები, რომლებიც ქუჩებში "პრინტავენ" საქართველოს თავდადებული პატრიარქების გამონათქვამებს. ასეთი უსინდისობა როგორ შეიძლება იკადრო. როდესაც ფროიდივით ბატონი ინჯია დაგყვათ და სექსოლოგიის კურსებს რეგიონებში ატარებინებთ, როდესაც გუშინ ისეთ უტიფრობას ლაპარაკობდით „თითქოს ბავშვებისთვის სქესის შეცვლას ლამობს ევროპა“ და როდესაც ამბობთ, რომ სუვერენიტეტს ევროპა გვართმევს, მსგავსი სიბრიყვეების დასაჯერებლად მოიყვანეთ სიღარიბეში გათანგული ხალხი. ეს ადამიანები თქვენ აბუჩად აიგდეთ, რომელთან ერთადაც ჩვენ ევროკავშირში შესვლა გვინდა.

ბიძინა ივანიშვილი დამფრთხალია ოპოზიციური თბილისით, დამფრთხალია და შეშინებულია. ამას თქვენ ყველა გრძნობთ. ყველამ იცის, რა რესურსი დაგიჯდათ ამ ხალხის აქ ჩამოყვანა“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება