ილია დარჩიაშვილმა ბელგიელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს აჯა ლაბიბს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებზე მიპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგენდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას და იმედი გამოთქვა, რომ ბელგია კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ხაზი გაუსვა 2024 წლის დეკემბერში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა ელოდება შემდგომ წარმატებას ამ გზაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ კონტექსტში ბელგიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის ომზე უკრაინაში და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

საუბარი შეეხო დაკავშირებადობის, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების საკითხებს და ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ამ მიმართულებით.

ილია დარჩიაშვილმა და აჯა ლაბიბმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას, აღინიშნა აჯა ლაბიბის ვიზიტი საქართველოში 2023 წელს. გამოიხატა მზაობა სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების კუთხით.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ხელოვნების ფესტივალი „ევროპალია“, რომელიც გასულ წელს საქართველოს მიეძღვნა და დიდ წარმატებით ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება