თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს - რატომ არ გყოფნით გამბედაობა, დაეთანხმოთ თქვენს ბელადს და აღიაროთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღების რეალური მიზანია ხელისუფლების დაკარგვის შიში

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღების ერთადერთი რეალური მიზანი არის ხელისუფლების დაკარგვის შიში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ამოძრავებს. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობას მიმართა, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არის არჩევნების წინ ადამიანების დაღლა და საპროტესტო მუხტის ჩახშობა.

„ვერ მივიღეთ პასუხი, გარდა თქვენი პროპაგანდისა იმასთან დაკავშირებით, ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც გუშინ იდგა სცენაზე „რუსულ მარშზე“ და ძალდატანებით ჩამოყვანილ ადამიანებს ღიად ეუბნებოდა, რომ „რუსული კანონის, ამ მოღალატეობრივი კანონის მიღება მას სჭირდება იმისთვის და შესაბამისად, ამ კანონის მიზანი არის ის, რომ არჩევნების წინ ადამიანები დაღალოს, საპროტესტო მუხტი ჩაახშოს და გაფლანგოს, ეს მან ღიად თქვა. თქვენ 2008 წლის დოკუმენტებს რომ კითხულობთ და რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციას რომ უგულებელყოფთ, რატომ არ გყოფნით გამბედაობა, დაეთანხმოთ თქვენს ბელადს და საზოგადოებასთან აღიაროთ, რომ დიახ, ამ კანონის მიღების ერთადერთი რეალური მიზანი არის ხელისუფლების დაკარგვის შიში, რომელიც ამოძრავებს ივანიშვილს და რომელიც გავალებთ თქვენ, რომ ქართველი ხალხის ერთხელ გაწვეული კანონი, კვლავ შემოიტანოთ და პარლამენტში გაიტანოთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება