ბადრი ჯაფარიძე - პროტესტს ვერ გააჩერებენ ძალადობით, ძალადობა შობს კიდევ უფრო მეტ პროტესტს - ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან განსხვავებით, თავისუფლებას არანაირი საფასურის სანაცვლოდ არ დათმობენ

პროტესტს ვერ გააჩერებენ ძალადობით, ძალადობა შობს კიდევ უფრო მეტ პროტესტს , - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის მტკიცებით, ახალგაზრდები „ოცნების" დეპუტატებისგან განსხვავებით, არ დათმობენ თავისუფლებას არანაირი საფასურის სანაცვლოდ.

„ადამიანებს სურთ, რომ პროტესტი გამოხატონ, ხოლო ამის საპასუხოდ პოლიცია ძალადობს 18 წლის ახალგაზრდაზე. ხელები გადაუგრიხეს და წაიყვანეს. პროტესტს ვერ გააჩერებენ ძალადობით, ძალადობა შობს კიდევ უფრო მეტ პროტესტს. ეს ადამიანები, რომლებიც ღალატობენ თავიანთი ოჯახების მომავალს, რა თქმა უნდა, მათ მიმართ იქნება ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის, იმიტომ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც აქ დგანან არიან თავისუფალი ახალგაზრდები და ისინი განსხვავებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან არ დათმობენ თავისუფლებას არანაირი საფასურის სანაცვლოდ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება