მამუკა ხაზარაძე - უმრავლესობის დეპუტატებს პირდაპირ გეუბნებით: არ მოგასვენებთ!

უმრავლესობის დეპუტატებს მინდა ვუთხრა: პირდაპირ გეუბნებით, არ მოგასვენებთ! ვერ მოისვენებთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით რუსეთს, რუსულ დიქტატურას, ყოფთ საქართველოს. საქართველოს გაყოფა არავის შერჩენია. ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სურს საქართველოში რუსული დიქტატურა დამაყაროს".

"ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სურს საქართველოში რუსული დიქტატურა დამაყაროს. ეს არის მთელი სცენარი. ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით ყოფს ქვეყანას და საზოგადოებას აპირისპირებს. მინდა მას ვუთხრა, რომ ამ კანონის მიღება და რუსიფიცირება საქართველოში არ გამოუვა, ამდენ ადამიანს ვერ დააჩოქებს. არცერთი ჩვენგანი არ შეეგუება იმას, რასაც ის აკეთებს ქვეყნის და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოვა. ვიქნებით აქ მანამ, სანამ საქართველო არ გაისტუმრებს მას პოლიტიკური არენიდან. ამ ქვეყანას შენ დიდი ზიანი მოუტანე, გახლიჩე, აპირისპირებ და ამ დაპირდაპირებას არ შეგარჩენთ. ამ ახალგაზრდებს მე და ჩემი თანაგუნდელები ბოლომდე გვერდში ვუდგავართ. უმრავლესობის დეპუტატებს მინდა ვუთხრა: პირდაპირ გეუბნებით, არ მოგასვენებთ. ვერ მოისვენებთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით რუსეთს, რუსულ დიქტატურას, ყოფთ საქართველოს. საქართველოს გაყოფა არავის არ შერჩენია. ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში. ეს არ არის არც მუქარა. თქვენ გექნებათ სერიოზული ზეწოლა ქართველი საზოგადოების მხრიდან იმიტომ, რომ თქვენ აკეთებთ ანტიეროვნულ საქმეს",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება