ნიკა მელია - ივანიშვილმა დღეს ხელი აღმართა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებზე, ხელი აღმართა თბილისზე, ამას არავინ აპატიებს

ივანიშვილმა დღეს ხელი აღმართა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებზე. ხელი აღმართა თბილისზე, ამას არავინ აპატიებს, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე გუშინ ივანიშვილმა თქვა: "არა ევროპას, კი რუსეთს".

„დღეს საოკუპაციო ხაზი გადის რუსთაველის გამზირზე. გამზირზე, სადაც ისტორიულად ჩვენი წინაპრების ბრძოლის შედეგად დაგვიცავს ღირსება, მოგვიპოვებია თავისუფლება, დამოუკიდებლობა. რუსთაველის გამზირზე გუშინ ივანიშვილმა თქვა: "არა ევროპას, კი რუსეთს". შესაბამისად, მთელმა თბილისმა გაიღვიძა. ივანიშვილმა დღეს ხელი აღმართა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებზე. ხელი აღმართა თბილისზე, ამას არავინ აპატიებს. ისტორიული უსამართლობა აუცილებლად აღმოიფხვრება. ისტორიულია უსამართლობა, როდესაც კაცი ბედავს, რუსთაველის გამზირზე დაამონტაჟოს სცენა, ჩამოიყვანოს ხალხი ძალდატანებით, დახარჯოს ამაში დაახლოებით 20 მლნ ლარი და ერს უთხრას, რომ მას აღარ აწყობს ევროპული მომავალი, ვინაიდან მის ქონებას, მის მოპარულ ფულს, მის ოლიგარქატს საფრთხე ექნება“,-განაცხადა მელიამ.

მისი განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება.

„სახელმწიფო ხელიდან გვეცლება, მაგრამ ამას ივანიშვილს არ გავაკეთებინებთ. აი, ასე ერთსულოვნად, ასეთი დიდი მუხტით, უშიშრად ბიძინა ივანიშვილის „რობოკოპები“ და დანაშაულებრივი სისტემა დამარცხდება ისტორიის წინაშე. ამ პროცესში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“,-განაცხადა მელიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება