პაატა მანჯგალაძე - მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება

მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა უწყვეტი პროტესტი და ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობა.

„მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება. ამის მერე რაც დარჩა, არის ის, რომ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და დავიწყოთ მასიურად პროტესტი და დაუმორჩილებლობა რუსული რეჟიმის მიმართ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ კვლავ მოუწოდებენ.

მათ პროტესტის მონაწილეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი მორიგ ჯერზე გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება