პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ისევ ხმაური იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ისევ ხმაური იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პაპუაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას კითხვის დასმა შეაწყვეტინა და მიკროფონი გაუთიშა.

პაპუაშვილმა მას მიმართა, რომ საკუთარ დროს რეალურად კითხვის დასმისთვის არ იყენებს.

„თქვენ ამბობთ, რომ შავი ფულის გასაკონტროლებლად იღებთ ამ რუსულ კანონს...“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც მას პაპუაშვილმა სიტყვა ჩამოართვა.

თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს უთხრა, რომ თუ მიკროფონის გარეშე საუბარს გააგრძელებს, გაფრთხილებას მისცემს, შემდეგ კი გააძევებს.

„არ იყენებთ დროს კითხვისთვის. იყენებთ შეურაცხყოფისთვის და სიძულვილის ენისთვის. მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ. აგრძელებთ მიკროფონის გარეშე საუბარს და შეურაცხყოფას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძეც, რომელიც დარბაზიდან შალვა პაპუაშვილს სხვადასხვა რეპლიკით მიმართავდა.

„ქალბატონო ხატია, თქვენ ხართ გაფრთხილებული და ახლა მიკროფონის გარეშე საუბრობთ და შეურაცხყოფებს აყენებთ. ეპითეტებს ისვრით. გაფრთხილებული ხარ და შემდეგი გადაწყვეტილება ისაა, რომ დარბაზი დაგატოვებინოთ“,- მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება