გიორგი ვაშაძე - ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში დასარეგისტრირებელია მხოლოდ „ქართული ოცნება“, როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი

ხომ არ დაამატებთ პუნქტს ამ მეოთხე მუხლს და ბარემ პირდაპირ ჩაწერთ, რომ „ქართული ოცნება“ არის როგორც უცხო ძალის გამტარებელი, რუსული ინტერესების გამტარებელი?! – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილს.

ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნება“ რუსული ძალის გამტარებლად დაასახელა.

“ხშირად სვამთ კითხვას თუ რატომ არის ეს კანონი რუსული და მეოთხე პუნქტშიც გაქვთ უცხო ძალის ინტერესებთან საუბარი. მე ვფიქრობ, ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დასარეგისტრირებელი „ქართული ოცნება“, როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი.

ხომ არ დაამატებთ პუნქტს ამ მეოთხე მუხლს და ბარემ პირდაპირ ჩაწერთ, რომ „ქართული ოცნება“ არის როგორც უცხო ძალის გამტარებელი, რუსული ინტერესების გამტარებელი?!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება